ბოლო 24 საათში საქართველოში მე–3 მიწისძვრა მოხდა
12/08/2020 07:38:14 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში მე–3 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 11:31 საათზე ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ში, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა 11 აგვისტოს წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე 23:21 წუთზე დაფიქსირდა, რასაც ნახევარ საათში განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.


