ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში აღმოჩნდება სექტემბერში სასწავლო პროცესის დაწყება რისკის ქვეშ
12/08/2020 07:47:09 საზოგადოება
"თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღეს ველოდებით 1000 ტესტის შედეგს, ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რომელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ღონისძიებების დამატებით გამკაცრების შესახებ არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც ეს გაზაფხულზე იყო. ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


