ჯანდაცვის მინისტრი კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს მიმართავს
12/08/2020 07:43:21 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს მიმართავს, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები.
„კაფეებს, რესტორნებს მოვუწოდებ, აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ჩვენი გაიდლაინების მიხედვით, ვინაიდან ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია", – განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, "დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსისგან თავის დასაცავად".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


