Accentnews.ge
"ყაზბეგში ინფიცირებული 7 სამართალდამცველიდან, 3 ადგილობრივია"

"ყაზბეგში ინფიცირებული 7 სამართალდამცველიდან, 3 ადგილობრივია"

12/08/2020 07:34:47 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 ადგილობრივია.

„ჩვენი ერთი ჯგუფი უკვე წასულია ყაზბეგის რაიონში. იქ ინფიცირებული არიან ჩვენი მესაზღვრეები, საპატრულო პოლიცია, მათგან სამი არის ადგილობრივი, რომლებიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თითო-თითო სოფელში არიან. საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტი არ აქვთ თავიანთ ოჯახებში, ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S