Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 7–ის – კრიტიკული"

"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 7–ის – კრიტიკული"

12/08/2020 07:28:32 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, "კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ის jჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია".

"203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს", – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში გამოვლენილ 14 ახალ შემთხვევას, მისი თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო არის გაჩიანი, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და 1 პაციენტი არის იმპორტირებული შემთხვევა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S