Accentnews.ge
"თუ მესტიის მსგავსი ვითარება ქვეყანის რამდენიმე წერტილში შეიქმნება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება"

"თუ მესტიის მსგავსი ვითარება ქვეყანის რამდენიმე წერტილში შეიქმნება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება"

12/08/2020 07:19:32 საზოგადოება

"მინდა, კარგად იცოდეთ, რომ თუ მესტიის მსგავსი ვითარება ქვეყანის რამდენიმე წერტილში შეიქმნება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში ჯერ არ ჩანს ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება. იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაში. ის 1 000 სინჯი, რომელიც გუშინ ავიღეთ, რეალურად გვაჩვენებს, რა სიტუაციაა მესტიაში“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოში ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც მის მეზობელ ქვეყნებშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S