Accentnews.ge
მესტიის მუნიციპალიტეტს უკვე Covid-19-ის 29 შემთხვევა უკავშირდება

მესტიის მუნიციპალიტეტს უკვე Covid-19-ის 29 შემთხვევა უკავშირდება

12/08/2020 07:10:44 საზოგადოება

Covid-19-ის 12 ახალი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ 1000 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოკვლევები დღესაც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მესტიის მუნიციპალიტეტს კიდევ 17 შემთხვევა უკავშირდებოდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი კი დაავადებისგან განიკურნა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S