Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

12/08/2020 06:43:03 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და მოუწოდებს, რომ ტესტირებისთვის ამბულატორიული ტესტირების ცენტრებს მიმართონ.

„როგორც იცით შემთხვევების მატება გამოიკვეთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს აქტიური საკარანტინო პროცესი და მოსახლეობის ტესტირება. მესტიაში მყოფი მოქალაქეები გადადიან საკარანტინო სივრცეებში და ჩვენი რჩევა იქნება, ვინც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურა მესტიაში, ამბულატორიული ტესტირების ცენტრებს მიმართონ, არ აქვს მნიშვნელობა მათ გამოხატული სიმპტომები ექნებათ თუ არა. მოგზაურობიდან გამომდინარე კარგი იქნება თუ ეს მოქალაქეები ტესტს ჩაიტარებენ, ამბულატორიული ტესტირების მზაობა არსებობს და ის უფასოა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „მაესტროს“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი კორონავირუსის 17 შემთხვევა უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S