Accentnews.ge
ბოლო 24 საათში გერმანიასა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

ბოლო 24 საათში გერმანიასა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

12/08/2020 06:19:29 მსოფლიო

ბოლო 24 საათში გერმანიასა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით,​ დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1226 ადამიანი დაინფიცირდა, 10 აგვისტოს – 966, ხოლო 9 აგვისტოს – 436.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში საფრანგეთში დაავადებით 1 397 ადამიანი დაინფიცირდა, 10 აგვისტოს კი – 785.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S