Accentnews.ge
ბელარუსში საპროტესტო აქცია კვლავ დაკავებებით დასრულდა

ბელარუსში საპროტესტო აქცია კვლავ დაკავებებით დასრულდა

12/08/2020 05:38:37 მსოფლიო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ზედიზედ მესამე დღეა, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძლედება.

სამრთალდამცველებმა სამშაბთ ღამით კვლავ გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

უფლებათდამცველების ინფორმაციით, შავფორმიანმა სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

10 აგვისტოს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დაშავებულია 21 პოლიციელი, აქედან 5 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

„უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით კი , 10-11 აგვისტოს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა დაახლოებით 6 ათასი აქტივისტი დააკავეს. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S