Accentnews.ge
გამყრელიძის ცნობით, ახალი „კლასტერი“ ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთანაა დაკავშირებული

გამყრელიძის ცნობით, ახალი „კლასტერი“ ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთანაა დაკავშირებული

11/08/2020 16:18:18 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის ამირან გამყრელიძის ცნობით,“ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან“.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა და აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

„ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 054 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S