3 თვის შემდეგ პირველად, ახალ ზელანდიაში Covid-19–ის შიდა გადაცემის ფაქტი გამოვლინდა
11/08/2020 09:53:14 მსოფლიო
102 შემდეგ პირველად, ახალ ზელანდიაში Covid-19–ის შიდა გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჯაკინდა არდერნმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევა ქალაქ ოკლენდში დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცია, რომელსაც არც მოგზაურობის ისტორია აქვს და არც უცხოელებთან ჰქონია შეხება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ხსენებული მამაკაცის ოჯახის 6 წევრიდან 4 წევრს დაავადება დაუდასტურდა. მათი პირველადი წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
მომხდარის გამო პრემიერ–მინისტრმა ოკლენდი 3 დღით ჩაკეტა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია სწრაფი და ეფექტური საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდა Covid-19–ს. ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 1570 შემთხვევა, ხოლო დაავადებამ საერთო ჯამში 22 ადამიანი იმსხვერპლა.
მსოფლიოში COVID-19–მა 739 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 580 000–ს გადააჭარბა, 13 123 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1264-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


