Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 194 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 194 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

11/08/2020 07:39:13 საზოგადოება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი.

„ამ 194 პაციენტის განაწილება სიმძიმეების მიხედვით შესაბამის ცენტრებში ასეთია - 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდცენტრებში. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით, 80% არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას ცნობით, 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული. იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ცნობისთვის: 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. უმეტესი ნაწილი, ნახევარზე მეტი გახლავთ ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები, დანარჩენები ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S