„სამწუხაროა, რომ ძველი ოპოზიცია ვერ გასცდა ბოსტნეულს“
11/08/2020 07:24:09 საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა იქნება საინტერესო და მომავალზე ორიენტირებული, ხოლო ოპოზიცია „ვერ გასცდა ბოსტნეულს“.
„სამწუხაროა, რომ ძველი ოპოზიცია ვერ გასცდა ბოსტნეულს, დესტრუქციას...
მათ მეტი სალაპარაკო არ აქვთ და ისინი იქნებიან ბოსტნეულზე კონცენტრირებულები, ჩვენ კი მომავალზე“,– განაცახადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: მედიამ დააფიქსირა პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან „ქართული ოცნებიდან“ და ქობულეთში მოქალაქეებს ბოსტნეულს ურიგებენ. არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი კადრებიც.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 10 აგვისტოს კახეტში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება რვა წლის წინანდელ „სისხლიან ცხრა წელზე“.


