ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 7–ჯერ გაიზარდა
11/08/2020 07:12:53 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 7–ჯერ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 160 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 23.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 803 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 40 593 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 739 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 580 000–ს გადააჭარბა, 13 123 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1264-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


