Accentnews.ge
მესტიიდან საკარანტინო სივრცეებში 500–ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს

მესტიიდან საკარანტინო სივრცეებში 500–ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს

11/08/2020 06:30:40 საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები:​ ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია.

ამჟამინდელი მონაცემებით, სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი, დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S