Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან 3–ჯერ მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან 3–ჯერ მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა

11/08/2020 06:21:06 საზოგადოება

საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.

ამრიგად, ეპიდემიის გავრცელების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1054 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, სადღეისოდ კარანტინის რეჟიმში რჩება 6930 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263, ხოლო უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S