Accentnews.ge
ბელარუსის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობას მიმართეს

ბელარუსის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობას მიმართეს

11/08/2020 06:15:03 საზოგადოება

საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არ აღიარება იყო.

დემონსტრანტების თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა უნდა დასრულდეს, რადგან პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველა არჩევნები გაყალბდა.

„სწორედ ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას, რომ ჩვენ უკვე ვეღარ ვუმკლავდებით“,– აღნიშნეს მათ.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსში აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეებს.

ბელარუსში მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ბელარუსის ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S