Accentnews.ge
ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გადადო

ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გადადო

11/08/2020 05:26:32 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრა ნოემბრამდე გადადო.

„სამიტი სექტემბრისთვის გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მის არჩევნების შემდეგ ჩატარებას ვემხრობი. თეთრ სახლს სტუმრები ოფიციალურად ჯერ– ჯერობითარ მიუწვევია. შეხვედრაზე ისეთი ქვეყნების მიწვევასაც ვგეგმავ, რომლებიც „დიდი შვიდეულის" წევრები არ არიან",- აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აპირებდა, რადგან „პუტინი მნიშვნელოვანი ფაქტორია":

„რა თქმა უნდა, მე მას შეხვედრაზე მივიწვევ, რადგან ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ფაქტორია".

ცნობისთვის: G7–ის სამიტი აშშ-ში ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო იგი სექტემბრამდე გადაიდო. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“. გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და კანადამ G7-ში რუსეთის დაბრუნების წინადადება უარყო.

G8-დან რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S