საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
10/08/2020 20:06:24 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 60 წლის მამაკაცი მოათავსეს.
პაციენტი ქუთაისიდან არის და იგი ტრაილერის მძღოლია.
აქამდე საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენდა. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 734 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000 000–ს გადააჭარბა, 12 901 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


