მედია – მინსკში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა
10/08/2020 16:47:26 მსოფლიო
მინსკის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, – იუწყება სხვადასხვა მედიასაშუალება.
მათივე ცნობით, დაკეტილია მეტროს სადგურები, ქუჩებში სამართლადამცველები არიან მობილიზებულები, ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ბელორუსის დედაქალაქში დაკავებები დაიწყო.
ცნობისთვის: გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციაზე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.
იხილეთ ასევე: ლუკაშენკო: "საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. გაფრთხილებთ, რომ ბელარუსში "მაიდანს" არ დავუშვებ"


