Accentnews.ge
ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა

10/08/2020 15:56:25 მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჰამად ჰასანიმ განაცხადა.

"მთელი ხელისუფლება გადადგა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან. მისივე თქმით, ლიბანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის სახელით გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს წარუდგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2–დღიანი დემონსტრაციები, რომლის დროსაც პოლიცია აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა.

შეგახსნებეთ, ბეირუთის პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ასევე მასშტაბური აქციები გაიმართა, სადაც ასეულობით მოქალაქე დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S