Accentnews.ge
გამყრელიძე – სვანეთში COVID-19–ის შემთხვევებზე: „ბევრ თავშეყრას ჰქონდა ადგილი: იყო რიტუალური ღონისძიებები“

გამყრელიძე – სვანეთში COVID-19–ის შემთხვევებზე: „ბევრ თავშეყრას ჰქონდა ადგილი: იყო რიტუალური ღონისძიებები“

10/08/2020 13:53:01 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ზემო სვანეთში ეპიდაფეთქების მიზეზი გახდა ელუზია, თითქოს ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი დავამარცხეთ.

მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დიდ თავყრილობებს.

ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მაისის შემდეგ ამ რაოდენობის დღიური მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, მსგავსი მატება მოსალოდნელი იყო შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ.

„გავრცელების მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში შეიქმნა ილუზია, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ. ბევრ თავშეყრას ჰქონდა ადგილი, იყო საბედნიერო თუ სამწუხარო რიტუალური ღონისძიებები. ამის გახლავთ ამ აფეთქების მიზეზი და ერთი დიდი კლასტერი წარმოგვექმნა ლენჯერის თემში, გაქვს შემთხვევები დაბა მესტიაშიც“,– განაცხადა გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში და დასძინა, რომ „იმ თავყრილობების დროს პირდადე გამოყენებული რომ ყოფილიყო, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა“.

ის მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ და სიმპტომების გამოვლენისთანავე რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

არსებული ინფორმაციით, სვანეთში ინფექციის სავარაუდო შემტან პირს ტემპერატურა სამი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა და შინ მკურნალობდა.

ამ დოისთვის ზემო სვანეთში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ცნობისთვის: ზემო სვანეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – 25. დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში საკარანტინე ზომები ამოქმედდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S