ანტონიო ბანდერასი COVID-19–ით დაინფიცირდა
10/08/2020 13:29:14 მსოფლიო
ესპანელ მსახიობ ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
60 წლის მსახიობის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინფიცირების წყარო კი – ჯერ–ჯერობით უცნობი.


