Accentnews.ge
ევროკავშირი მინსკს "ამომრჩეველთა ხმების ზუსტად დაითვლისკენ" და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მინსკს "ამომრჩეველთა ხმების ზუსტად დაითვლისკენ" და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

10/08/2020 12:00:28 მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მინსკს "ამომრჩეველთა ხმების ზუსტად დაითვლისკენ" და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"არჩევნების ღამეს თან ახლდა ხელისუფლების მხრიდან ძალის არაპროპორციული და დაუშვებელი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც, როგორც იუწყებიან, ერთი დემონსტრანტის დაღუპვა და რამდენიმეს დაშავება მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნოს ისეთი შედეგები, რომელიც ბელარუსი ხალხის არჩევანს ასახავს“, - ნათქვამია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციაზე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

იხილეთ ასევე: ლუკაშენკო: "საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. გაფრთხილებთ, რომ ბელარუსში "მაიდანს" არ დავუშვებ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S