Accentnews.ge
რა შეზღუდვები დაწესდა მესტიის მუნიციპალიტეტში

რა შეზღუდვები დაწესდა მესტიის მუნიციპალიტეტში

10/08/2020 11:33:46 საზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დააწესა.

დღეიდან 28 დღის განმავლობაში, ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

  • გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;
  • გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის;
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა;
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება;
  • მუნიციპალიტეტის შესასვლელებს პოლიცია გააკონტროლებს;
  • შესაბამისი უწყებების მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;
  • ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის;
  • მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1250 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S