Accentnews.ge
სვანეთში სამი საკარანტინე ზონა გაჩნდა

სვანეთში სამი საკარანტინე ზონა გაჩნდა

10/08/2020 10:54:14 საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

„დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან“,-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე მესტია გამკაცრებულ რეჟიმზე გადადის და წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია.

მისივე თქმით, ეპიდკვლევის შემდეგ გაირკვევა ვითარება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ლენჯერთან კავშირში მყოფი ხუთი შემთხვევა თბილისშიცაა გამოვლენილი.

ადგილობრივებს რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: ზემო სვანეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S