რა ასაკის ადამიანებში ვლინდება COVID–19 ტემპერატურის გარეშე და რეკომენდაცია სასაზღვრო კონტროლის დამცველებისთვის
10/08/2020 10:49:24 საზოგადოება
COVID–19–ის ძირითადი სიმპტომი ხველა, ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობაა. თუმცა, როგორც გაზეთ "Travel Medicine and Infectious Disease"– ში გამოქვეყნებულ უკანასკნელ კვლევაშია აღნიშნული, COVID–19 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში უმეტეს შემთხვევაში ტემპერატურის გარეშე ვლინდება.

მეცნიერების განცხადებით, ხსენებული ასაკის ადამიანებში კორონავირუსის დადგენა ტემპერატურის გაზომვით არაეფექტურია.
"მეცნიერებმა შეისწავლეს 84 კოვიდ–ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურე, რომელთა საშუალო ასაკი 21 წელი იყო. კვლევის შედეგების თანახმად, მათგან 83%–ს ტემპერატურა ინფიცირებდან მესამე დღეს დაუდასტურდა", – აცხადებენ მეცნიერები.
Vanderbilt University–ს მკვლევარის უილიამ შაფნერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ამერიკელ ახალგაზრდების უმეტესობას, რომელთაც COVID–19 დაუდასტურდათ, ტემპერატურა ნორმაში ჰქონდათ.
მკვლევარების თქმით, ახალი კვლევის შედეგები განსაკუთრებით სასაზღვრო კონტროლის ზომების დამცველებმა უნდა გაითვალისწინონ, სადაც უმეტესად მხოლოდ ტემპერატურის გაზომვით შემოიფარგლებიან. ისინი შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავენ, საზღვრებზე გამოიყენონ SARS-CoV-2– ის ნერწყვის ნიმუშების ტესტირება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 734 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000 000–ს გადააჭარბა, 12 901 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


