Accentnews.ge
ბელარუსში მიმდინარე აქციაზე 3 ათასამდე მომიტინგე დააკავეს

ბელარუსში მიმდინარე აქციაზე 3 ათასამდე მომიტინგე დააკავეს

10/08/2020 10:20:39 მსოფლიო

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში საპროტესტო აქციებზე, 3 ათასი ადამიანი დააკავეს. მათგან 1000-მდე ადამიანი დედაქალაქშია დაკავებული, ხოლო 2 ათასი – სხვადასხვა ქალაქებში.

როგორც შსს-ს წარმომადგენელი ოლგა ჩემოდანოვა ამბობს, მომიტინგეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოუყენებიათ და დარბევის დროს არავინ გარდაცვლილა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის ცნობით, შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელსაც ჯავშანტექნიკა დაეჯახა.

​ამასთან, სამინისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა.

ცნობისთვის: ბელარუსში მომიტინგეები სამთავრობო ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S