ევროკომისარი ელის, რომ COVID-19–ის ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად
10/08/2020 10:02:09 მსოფლიო
ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, წლის ბოლოს მზად იქნება.
„მიუხედვად იმისა, რომ პროგნოზების გაკეთება სარისკოა, არსებობს წინაპირობები იმის სათქმელად, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა მზად წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება“, – განაცხადა ევროკომისარმა.


