Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს

10/08/2020 08:22:17 საზოგადოება

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მომღერალ ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს.

"გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ნამდვილ საგანძურს - უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ეროვნულ პოლიფონიას, რომელიც ვაზთან, ნინოს ჯვართან და ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

დღეს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას სულ უფრო მეტი მსმენელი და დამფასებელი რომ ჰყავს მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველასთვის საამაყო ქართველს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს!", – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S