პუტინი ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
10/08/2020 08:12:33 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამოს შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო, ხოლო ოპოზიცინერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკიამ 9,9%.
ცნობისთვის: გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციაზე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.


