მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
10/08/2020 07:46:10 საზოგადოება
მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ არასრულწლოვანს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამივე მათგანი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან ჰოსპიტალიზებული.
ცნობისთვის: მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. მანქანა ქვეითად მოსიარულე 6 ადამიანს დაეჯახა, მათგან 3 დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბებია, რძალი და შვილიშვილი.
მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


