ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ქობულეთში დაკარგული 84 წლის მამაკაცი ტყეში იპოვეს
10/08/2020 07:22:12 საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
"შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანში შესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


