Accentnews.ge
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

10/08/2020 05:24:08 საზოგადოება

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირებული კახეთში, გურჯაანის სოფელ ვეჯინში იმყოფებოდა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა. მას სოფელში კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ადამიანთან. ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

თავად ინფიცირებულს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ. მისი ინფიცირების წყარო ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S