ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ გაიზარდა
10/08/2020 05:54:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ გაიზარდა. დღე– ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 9. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


