Accentnews.ge
COVID-19–ით ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა

COVID-19–ით ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა

09/08/2020 12:07:21 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს:

„ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. კონტაქტებს ვადგენთ. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული ​28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი“.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამრიგად, 9 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–ის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1000 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S