სინოპტიკოსები ამინდის ცვლილებას პროგნოზირებენ
09/08/2020 09:26:05 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 აგვისტოს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება.
პროგნოზის თანახმად, 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.


