Accentnews.ge
თურქეთი მზადაა, ბეირუთის მთავრობას პორტის მშენებლობაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა, ბეირუთის მთავრობას პორტის მშენებლობაში დაეხმაროს

08/08/2020 11:30:30 მსოფლიო

თურქეთი მზად არის, ბეირუთის მთავრობას პორტის მშენებლობაში დაეხმაროს.

„როიტერის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოკტაიმ ლიბანში ვიზიტის დროს გააკეთა.

ლიბანში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება სამშაბათს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 154 ადამიანი, ხუთი ათასზე მეტი კი დაშავებულია.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო , რომ ქალაქში შენობების უმეტესობა დაზიანდა. ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც პორტში აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S