Accentnews.ge
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

07/08/2020 15:56:31 მსოფლიო

„ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

BBC-ს ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა და ასაფრენი ბილიკიდან კალკუტაში დაჯდომის დროს გადავიდა.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ უცნობია, ადგილობრივი მედია კი მსხვერპლის შესახებ იუწყება – დაღუპული არიან ეკიპაჟის წევრები. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია. bორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა.

რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ინდოეთის ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, რასაც წყალდიდობა და მწყერი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S