8 მაისის შემდეგ პირველად, გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
07/08/2020 07:56:02 მსოფლიო
8 მაისის შემდეგ პირველად, გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 9 183 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი 215 000–ს აჭარბებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 717 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 270 000–ს გადააჭარბა, 12 373 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1213-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


