"7 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია"
07/08/2020 07:25:51 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში გახლდათ 1206 დადასტურებული შემთხევვა, დაგვემატა 7 და დღევანდელი მონაცემები გვაქვს 1213. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, იყო 987 და დღეს 994 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1213-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


