საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1000–ს მიუახლოვდა
07/08/2020 06:21:26 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1000–ს მიუახლოვდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.


