ტრამპმა TikTok-ისა და WeChat-ს აკრძალვასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი მოაწერა
07/08/2020 04:59:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-სთან გარიგებების აკრძალვის შესახებ.
პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ByteDance-სთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება. ტრამპმა მსგავსი განკარგულება ჩინური კომპანია Tencent-ს კუთვნილი აპლიკაციის, WeChat-ს, აკრძალვის მინზითაც გამოსცა.
TikTok უარყოფს აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს, ან ჩინეთის ხელისუფლებას ის მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას აწვდის.


