Accentnews.ge
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  ორ მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  ორ მილიონს გადააჭარბა

06/08/2020 19:26:02 მსოფლიო

ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 58 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინდოეთში დაავადება უკვე 2 021 407 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 40 000-ზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 711 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 000 000–ს გადააჭარბა, 12 193 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1206-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 987 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S