ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა
06/08/2020 14:21:00 მსოფლიო
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5000-მდე ადამიანი.
მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ბეირუთში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი თქმით, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა.


