Accentnews.ge
Facebook-მა და Twitter-მა ტრამპის "პოსტი" წაშალეს, რომელშიც იგი წერდა, რომ „ბავშვები Covid-19-ის მიმართ იმუნურები არიან“

Facebook-მა და Twitter-მა ტრამპის "პოსტი" წაშალეს, რომელშიც იგი წერდა, რომ „ბავშვები Covid-19-ის მიმართ იმუნურები არიან“

06/08/2020 10:51:14 მსოფლიო

კომპანიებმა Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის "პოსტი" წაშალეს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი წერდა, რომ „ბავშვები Covid-19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“.

Facebook-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტის "პოსტი" „კორონავირუსის შესახებ მავნე დეზინფორმაციას“ შეიცავდა.

Twitter-ის ხელმძღვანელობამ კი თქვა, რომ ხსენებული განცხადებით დონალდ ტრამპი კომპანიის მიერ Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არღვევდა.

ცნობისათვის: Fox and Friends-სთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნას. „ბავშვები დაავადების მიმართ თითქმის იმუნურები არიან", - დასძინა მან. მოგვიანებით, მან სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი პრეზიდენტმა Facebook-ში და Twitter-ში პირად გვერდებზე გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S