Accentnews.ge
შავი ზღვის თავზე რუსულმა Su-27-მა აშშ–ის ორ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრა

შავი ზღვის თავზე რუსულმა Su-27-მა აშშ–ის ორ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრა

06/08/2020 07:06:43 მსოფლიო

შავი ზღვის თავზე რუსულმა Su-27-მა აშშ–ის საზღვაო-საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავებს – RC-135 და Р-8А Poseidon–ს გზა გადაუჭრა, – იუწყება "ტასი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აშშ–ის სადაზვერვო თვითმფრინავები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდნენ, მათთვის გზის გადაჭრის მიზნით თავდაცვის ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Su-27 გაიგზავნა, რომელმაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები აიძულა რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან გატრიალებულიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტის შესახებ რუსული მედია 31 ივლისსაც იუწყებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S