Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა

06/08/2020 06:02:34 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1206-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S