ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
06/08/2020 05:55:22 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში 1 695 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 194 000-მდე გაიზარდა.
ამასთან, საფრანგეთში კოორნავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 30 305-ს მიაღწია, რაც ევროპის კონტინენტზე გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ქუჩებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. შეზღუდვების თავიდან დაწესებას განიხილავენ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.


